
აპარატურის ქირაობა
თუ გჭირდებათ ფოტო აპარატურის გაქირავება, ვიდეო აპარატურის გაქირავება ან პროფესიონალური სტუდიური განათებების გაქირავება, ჩვენ გთავაზობთ სრულად აღჭურვილ ინვენტარს ფოტოგრაფებისთვის, ვიდეოგრაფებისთვის, კონტენტ კრეატორებისთვის, მარკეტინგულ სააგენტოებსა და კომპანიებისთვის.
ჩვენთან შეგიძლიათ იქირაოთ პროფესიონალური სტუდიური განათებები, LED განათებები, ფლეშები, სოფტბოქსები, ლაით სტენდები, ტრიპოდები, გიმბალები, მონიტორები, მიკროფონები, რეფლექტორები და სხვა აუცილებელი ფოტო და ვიდეო აქსესუარები პროფესიონალური გადაღებისთვის.
ჩვენი აპარატურის გაქირავების სერვისი განკუთვნილია როგორც ერთდღიანი, ისე მრავალდღიანი პროექტებისთვის. მიუხედავად იმისა, გეგმავთ ფოტოსესიას, ვიდეოგადაღებას, რეკლამის წარმოებას, ინტერვიუს, პოდკასტის ჩაწერას, მუსიკალური კლიპის გადაღებას, ქორწილის გადაღებას, ღონისძიების გაშუქებას თუ სხვა კომერციულ პროექტს, ჩვენთან იპოვით თქვენთვის საჭირო პროფესიონალურ ტექნიკას.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი აპარატურა შეესაბამება თქვენს პროექტს, ჩვენი გუნდი სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ თქვენი საჭიროებების შესაბამისი ტექნიკის შერჩევაში.
განათებები
შტატივები
მოდიფიკატორები
მიკროფონები
სპეცეფექტები
აპარატურის გაქირავების წესები და პირობები
გაქირავების პირობები
-
აპარატურის გაქირავება შესაძლებელია მხოლოდ სრულწლოვანი (18+) პირებისთვის.
-
ტექნიკის გატანამდე აუცილებელია მოქმედი პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარმოდგენა.
-
ტექნიკა გაიცემა მხოლოდ შესაბამისი გაქირავების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
-
სასურველი აპარატურა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია წინასწარი დაჯავშნა.
ტექნიკის მდგომარეობა და პასუხისმგებლობა
-
აპარატურის გატანამდე დამქირავებელი ჩვენი წარმომადგენლის თანდასწრებით ამოწმებს ტექნიკის ვიზუალურ და ტექნიკურ მდგომარეობას. ყველა მოწყობილობა გაიცემა სრულად გამართულ და მუშა მდგომარეობაში.
-
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ტექნიკის უსაფრთხოებასა და დაცვაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს დამქირავებელი.
-
თუ ნაქირავები აპარატურა დაზიანდება, დამქირავებლის ბრალეულობით, იგი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ტექნიკის ღირებულება.
-
აპარატურის დაკარგვის, ქურდობის ან სრული განადგურების შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი ტექნიკის საბაზრო ღირებულება.
-
დაზიანებული ტექნიკის თვითნებურად შეკეთება ან მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია. ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაგვიკავშირდეთ.
აპარატურის დაბრუნება
-
აპარატურა უნდა დაბრუნდეს წინასწარ შეთანხმებულ თარიღსა და დროს.
-
შეთანხმებული ვადის გადაცილების შემთხვევაში, თუ დაგვიანება წინასწარ არ არის შეთანხმებული, შესაძლოა დაგერიცხოთ დამატებითი საფასური, რომელიც გამოითვლება მოქმედი გაქირავების ტარიფის შესაბამისად.
-
ტექნიკა უნდა დაბრუნდეს სრული კომპლექტაციით, სუფთა და იმავე მდგომარეობაში, როგორშიც გადაეცა დამქირავებელს.4. გადახდის პირობები
-
აპარატურის გაქირავების საფასური გადაიხდება სრულად ტექნიკის გატანამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
-
გრძელვადიანი გაქირავების ან მასშტაბური პროექტების შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური პირობებისა და გადახდის გრაფიკის შეთანხმება.
დამატებითი პირობები
-
ნაქირავები აპარატურის მესამე პირისთვის გადაცემა ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.
-
ტექნიკა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მისი დანიშნულების შესაბამისად და ექსპლუატაციის წესების დაცვით.
-
ხელშეკრულების გაფორმებით დამქირავებელი ადასტურებს, რომ გაეცნო აღნიშნულ წესებსა და პირობებს და სრულად ეთანხმება მათ.
დაჯავშნეთ აპარატურა
შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ!
კონტაქტი
თბილისი, ჰუალინგი, თბილისის ზღვის პლაზა, II სართული
+995 598 08 41 33

















