
სტუდიის ქირაობის წესები და პირობები


სტუდიის ქირის ფასები
ციკლორამის ოთახის 1 საათით ქირაობის ფასი შეადგენს 100 ლარს.
ფასში გათვალისწინებულია 1-6 ადამიანი.
ყოველ დამატებით სტუმარზე ქირის ღირებულებას ემატება 10 ლარი.
ჯავშნის გასაფორმებლად საჭიროა თანხის 50%-ის წინასწარ ჩარიცხვა. გაითვალისწინეთ, რომ ჯავშნის თანხა უკან არ ბრუნდება!

1. დროის ათვლა იწყება ჯავშნის ზუსტ დროს. დაგვიანების შემთხვევაში, დაკარგული დრო დააკლდება თქვენს სესიას, მომსახურების საფასური კი არ შეიცვლება. მოსამზადებლად შეგიძლიათ მობრძანდეთ 10 წუთით ადრე.
2. სტუდიაში დაიშვებით მხოლოდ სუფთა ფეხსაცმლით. ციკლორამაზე გადასვლა შესაძლებელია ბახილებით ან ფეხსაცმლით, რომლის ძირზეც აკრულია წებოვანი ლენტი.
3. მკაცრად აკრძალულია ციკლორამის მოხრილ ნაწილზე (იატაკსა და კედლის გადაბმის ადგილას) დადგომა.
ციკლორამის დაბინძურების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
კონსტრუქციის დაზიანების შემთხვევაში 3000 ლარს.
4. აკრძალულია შიდა სივრცეში მოწევა, გადასაღებ სივრცეებში კი საჭმლისა და სასმლის შეტანა.
5. სხვა გადასაღები სივრცეების გამოყენება უნდა შეთანხმდეს ადმინისტაციასთან.
6. სესიის დასრულებისას გადაადგილებული ნივთები და დეკორაციები უნდა დააბრუნოთ თავდაპირველ ადგილზე.
