
სარეკლამო ვიდეო-გადაღება
WATSON-ის კომერციული გადაღების გუნდი გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ პრემიუმ ხარისხის კონტენტი, რომელიც თქვენი ბრენდის უნიკალურობას და ინდივიდუალურობას სრულყოფილად წარმოაჩენს.
ჩვენ გთავაზობთ, როგორც ერთჯერად კომერციულ ფოტო-ვიდეო გადაღებებს, ასევე სისტემატურ პარტნიორობას ბრენდისთვის სტაბილური და ხარისხიანი კონტენტის შესაქმნელად.

ნამუშევრები
Reels (30 SEC)
30-წამიანი Reels სოციალური მედიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვიდეოფორმატია. ვქმნით დინამიკურ, პროფესიონალურ და პლატფორმებზე ოპტიმიზებულ ვიდეოებს, რომლებიც სწრაფად იპყრობს ყურადღებას და ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს ბრენდს, პროდუქტსა თუ მომსახურებას. გადაღება შესაძლებელია როგორც შიდა, ისე გარე ლოკაციებზე, სრული პოსტპროდაქშენითა და მონტაჟით.
Reels (1 min)
1-წუთიანი Reels საშუალებას გაძლევთ თქვენი ბრენდის ისტორია, პროდუქტი ან მომსახურება უფრო სრულყოფილად და დეტალურად წარადგინოთ. ვქმნით კონტენტს, რომელიც აერთიანებს კრეატიულ გადაღებას, პროფესიონალურ მონტაჟსა და ეფექტურ სთორითელინგს. იდეალურია ბრენდის სამუშაო პროცესის, პროდუქტის უპირატესობებისა და მომხმარებელთან ემოციური კავშირის წარმოსაჩენად.
ღონისძიებების ვიდეო-გადაღება
პროფესიონალურად ვაფიქსირებთ თქვენი ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს. ვიღებთ კონფერენციებს, კორპორატიულ ღონისძიებებს, პრეზენტაციებს, ფესტივალებსა და კერძო ღონისძიებებს. შედეგი ვუღებთ პროფესიონალურ ვიდეოს, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ატმოსფეროს, ემოციებსა და ღონისძიების მთავარ გზავნილს.
Influencer კონტენტი
ვქმნით ავთენტურ და შედეგზე ორიენტირებულ კონტენტს ინფლუენსერების მონაწილეობით. ვგეგმავთ, ვიღებთ და ვამონტაჟებთ ვიდეოებს, სადაც თქვენი ბრენდი ბუნებრივად და დამაჯერებლად არის ინტეგრირებული. ასეთი ფორმატი ზრდის აუდიტორიის ჩართულობას, ნდობასა და ბრენდის ცნობადობას სოციალურ მედიაში.
საიმიჯო გადაღება
პრემიუმ ხარისხის საიმიჯო ვიდეოები, რომლებიც ხაზს უსვამს თქვენი ბრენდის, პროდუქტის, მომსახურების ან სივრცის უნიკალურობას. კრეატიული ხედვა, დეტალებზე ორიენტირებული გადაღება და მაღალი ხარისხის პოსტპროდაქშენი ქმნის შთამბეჭდავ ვიზუალურ მასალას, რომელიც აძლიერებს ბრენდის იმიჯსა და პოზიციონირებას.
ჩვენი ფოტო სტუდია
Watson Photo Studio ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალური ფოტო და ვიდეო სტუდიაა საქართველოში, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით მაღალი ხარისხის კონტენტის შესაქმნელად.
სტუდიაში დაგხვდებათ საქართველოში ყველაზე დიდი ციკლორამა, მრავალფეროვანი ინტერიერის ლოკაციები, სხვადასხვა ფერის ფონი, მუდმივი და იმპულსური განათებები, ასევე პროფესიონალური გადაღებისთვის საჭირო სრული ტექნიკური აღჭურვილობა.
ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ განახორციელოთ პროდუქტის, ბრენდის, სარეკლამო, მოდის, პორტრეტული თუ კომერციული ფოტო და ვიდეოგადაღება - ერთ სივრცეში, პროფესიონალურ გარემოში.
Backstages
თითოეული ვიდეოს შექმნა დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს - გადაღების პროცესი, კულისებს მიღმა მომენტები, ტექნიკა, გუნდის მუშაობა და შემოქმედებითი დეტალები.
დაგვიკავშირდით
შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ!
კონტაქტი
თბილისი, ჰუალინგი, თბილისის ზღვის პლაზა, II სართული
+995 598 08 41 33



























































































