top of page

პროდუქტისა და სერვისის ფოტო-გადაღება

პირველი შთაბეჭდილება ხშირად სწორედ ფოტოთი იქმნება. მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტი თქვენს პროდუქტსა თუ სერვისს უფრო მიმზიდველს, სანდოს და დასამახსოვრებელს ხდის.

ჩვენ გთავაზობთ პროდუქციისა და სერვისის პროფესიონალურ ფოტოგადაღებას, რომელიც მორგებულია როგორც ონლაინ მაღაზიებისთვის, ისე კორპორაციული ვებსაიტებისთვის, სოციალური მედიისა და სარეკლამო კამპანიებისთვის.

პროდუქტის კომერციული გადაღება

პროფესიონალურად გადაღებული ფოტოები ხაზს უსვამს პროდუქტის ხარისხს, დეტალებსა და უნიკალურ მახასიათებლებს, რაც ზრდის მომხმარებლის ნდობას და გაყიდვების პოტენციალს.

პროდუქტის კომერციული გადაღება მოდელების მონაწილეობით

მოდელების მონაწილეობით კომერციული გადაღება საშუალებას იძლევა პროდუქტი ბუნებრივ კონტექსტში წარმოვაჩინოთ და მის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოცდილება უფრო რეალისტური გახდეს.

სერვისის კომერციული გადაღება

სერვისის გაყიდვა იწყება ნდობის შექმნით. პროფესიონალური ფოტოები წარმოაჩენს თქვენს გუნდს, სამუშაო პროცესს, გარემოსა და იმ ღირებულებებს, რომლებსაც მომხმარებელი იღებს.

სიტუაციური კომერციული გადაღება

სიტუაციური კომერციული გადაღება ქმნის ისტორიას, რომელშიც თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება ბუნებრივად ხდება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ასეთი ვიზუალები იწვევს ემოციას, ამარტივებს ბრენდის აღქმას და მომხმარებელს ეხმარება საკუთარი თავის წარმოდგენაში იმავე სიტუაციაში.

Backstages

თითოეული ვიდეოს შექმნა დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს - გადაღების პროცესი, კულისებს მიღმა მომენტები, ტექნიკა, გუნდის მუშაობა და შემოქმედებითი დეტალები.

ჩვენი ფოტო სტუდია

Watson Photo Studio ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალური ფოტო და ვიდეო სტუდიაა საქართველოში, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით მაღალი ხარისხის კონტენტის შესაქმნელად.

სტუდიაში დაგხვდებათ საქართველოში ყველაზე დიდი ციკლორამა, მრავალფეროვანი ინტერიერის ლოკაციები, სხვადასხვა ფერის ფონი, მუდმივი და იმპულსური განათებები, ასევე პროფესიონალური გადაღებისთვის საჭირო სრული ტექნიკური აღჭურვილობა.

ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ განახორციელოთ პროდუქტის, ბრენდის, სარეკლამო, მოდის, პორტრეტული თუ კომერციული ფოტო და ვიდეოგადაღება - ერთ სივრცეში, პროფესიონალურ გარემოში.

ჩვენი 
აპარატურა

ჩვენი 

პარტნიორები

ვამაყობთ, ძლიერი და საიმედო ურთიერთობებით 40-ზე მეტ მიმდინარე პარტნიორსა და 80-ზე მეტ მეგობარ კომპანიასთან.

მადლობა, რომ ჩვენი ისტორიის ნაწილი ხართ!

 

დაჯავშნეთ ფოტო-გადაღება

შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ!

რა სახის გადაღების დაჯავშნა გსურთ?
ინდივიდუალური გადაღება
საორსულე გადაღება
ნათლობის გადაღება
ქორწილის გადაღება
საოჯახო გადაღება
საიმიჯო გადაღება
საკატალოგე გადაღება
კომერციული გადაღება
დრონით გადაღება
რა სახის გადაღება გსურთ?
ფოტო გადაღება
ვიდეო გადაღება
ფოტო-ვიდეო გადაღება

კონტაქტი

თბილისი, ჰუალინგი, თბილისის ზღვის პლაზა, II სართული

info@watson.ge

+995 598 08 41 33

© 2026 by WATSON. All rights reserved

გამოგვყევით სოციალური მედიაში:

  • White Facebook Icon
  • White Instagram Icon
  • LinkedIn
bottom of page